შევუქმნათ კომფორტი და მხარი დავუჭიროთ სიმსივნით დაზარალებულებს და მათ ოჯახებს“
საქველმოქმედო ორგანიზაციის რეგისტრაციის ნომერი: 1084428
ჩვენთან, დიდ ბტიტანეთში, ყველაზე მეტად დამთრგუნველი დაავადება არის სიმსივნე. სამი ადამიანიდან ერთი, სიმსივნით დაავადებულია. ჯანდაცვის ეროვნული სამსახური წარმოუდგენლად დატვირთულია ამის გამო და მათ შესაძლებლობებსაც საზღვარი აქვს.
რას ვაკეთებთ ჩვენ:
Woodlands Cancer Care charity იმართება ადამიანების მიერ, რომელთაც სურთ დაეხმარონ სიმსივნით დაზარალებულებს. ჩვენ გვესმის, რომ ამის ეფექტურად განხორციელებისათვის, საჭიროა ასევე დაზარალებულის ოჯახის, მეგობრებისა და დამსაქმებელის დახმარება…
სიმსივნის ნებისმიერი ტიპი
ნებისმიერი ასაკი
ნებისმიერ დროს
ნებისმიერ ადგილას

ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ
გესაჭიროებათ სახლში განსაკუთრებული აღჭურვილობა, რათა ხელი შეუწყოთ სიმსივნით დაავადებული ადამიანის კეთილდღეობასა და კომფორტს?
გიჭირთ საავადმყოფომდე/საავადმყოფოდან ტრანსპორტირება?
ფინანსური დახმარება, რომ განსაკუთრებული დღეები: დაბადების დღე, შობა, სასიხარულო მომენტები, განსაკუთრებული ღონისძიებები და საოჯახო შემთხვევები კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდეს.
რას გთავაზობთ
ემოციური მხარდაჭერა ყურადღებიანი მსმენელის(listening ear) პროგრამის საშუალებით,
მოკლე არდადეგები,
პრაქტიკული რჩევები,
განსაკუთრებული აღჭურვილობა თქვენი სახლისათვის,
უფასო – სარელაქსაციო თერაპიის კასეტები
ჩვენი დახმარების ერთ-ერთი ისტორია:
რებეკა მხოლოდ სამი წლის იყო, როდესაც ექიმმა მას კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა! დიაგნოზი იყო ნეირობლასტომა – სიმსივნის განსაკუთრებით ავთვისებიანი ფორმა.
მან გადაიტანა ჰოსპიტალიზაციის მთელი წელი, ქირურგია, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია და ტკივილები. მას ღეროვანი უჯრედების გადანერგვაც კი მოუწია. თუმცა ის მებრძოლი იყო. მისი ხანმოკლე ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად ის ყოველთვის ცდილობდა მხიარული და პოზიტიური ყოფილიყო. ამასთან ერთად იყო ძალიან ყოჩაღი და მხიარული პატარა გოგონა.
ერთხელაც, როცა გოგონა შვიდი წლის იყო, ექიმმა უთხრა, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო და რომ რებეკა უკეთ ვეღარ გახდებოდა. მშობლებმა გამბედაობა გამოიჩინეს და კიდევ ერთი ოპერაცია გაეკეთებინათ რებეკასათვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან სუსტად იყო. უიმედობის მიუხედავად ოპერაციამ დადებითი შედეგი გამოიღო.
მიუხედავად ამისა, რებეკა ძალიან დეპრესიული გახდა, აღარც სკოლაში უნდოდა სიარული (რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა) და აღარც მეგობრების ნახვა. თუმცა, Cancer Care charity -მ ერთხელ დააფინანსა რებეკას გამგზავრება მის დასა და მამასთან ერთად დელფინებთან საცურაოდ ფლორიდაში, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ჩაერთო მათ ცხოვრებაში.
Woodlands Cancer Care -მა ურჩია პარიზის დისნეილენდში გამგზავრება, რასაც ოჯახი სიხარულით დათანხმდა. ეს არაჩვეულებრივი იყო. სახლში დაბრუნებულ რებეკას ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სკოლაში და მეგობრებს მთელი იმ გმირების შესახებ მოუყვებოდა, ვინც დისნეილენდში იხილა. ის კვლავ ძველებურ რებეკას დაემსგავსა.
ჩვენ, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, მოხარული ვართ რომ გვხვდა პატივი მონაწილეობა მიგვეღო ამ პატარა გოგონას გაბედნიერებაში, რომელიც დღეისათვის 17 წლის არის. ის მართლაც ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა.
სხვა ბავშვებს-ნეირობლასტომის დიაგნოზით, რომლებთანაც ის ჰოსპიტალიზაციის პერიოდში კონტაქტობდა, სამწუხაროდ არ გაუმართლათ.
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ, რომ შევძლოთ რებეკას მსგავსი ბავშვების დახმარება. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით რომ რებეკასათვის მიგვეცა ოჯახთან ერთად ასეთი არდადეგების შესაძლებლობა, რომელიც მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი იყო.
მადლობთ.
Woodlands Cancer Care-ის მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში
ნებისმიერი შემოწირულობა
(თუნდაც მცირე) ქმნის მნიშვნელოვან განსხვავებას.
თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ დილის საუზმე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეორადი ბაზრობა, დართსის მატჩი, ფეხბურთის ტურნირი და სხვა.
დაგვეხმარეთ რათა დავეხმაროთ
დასპონსორებული ღონისძიებები შესანიშნავი გზა არის თანხების მოზიდვისა და ამავდროულად გართობისათვის.
იღებთ მონაწილეობას მსგავსი ტიპის ღონისძიებებში?
განიხილავდით ჩვენთან სასპონსორო შემოწირულობას?
გაქვთ შესაძლებლობა ორგანიზება გაუკეთოთ რაიმე ღონისძიებას, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს საქველმოქმედო ორგანიზაციას?
ხომ არ ისურვებდით უმასპინძლოთ საქველმოქმედო ორგანიზაციის ღამეს თქვენს კლუბსა თუ ბარში?

Contact us

21 Staition Road
Billingham
TS22 5HX
01642 355217
0800 028 4463
Email: info@woodlandscancercare.co.uk
Web.: www.woodlandscancercare.co.uk