Registered Charity in the UK No. 1082929
Children’s Hearts Charity დაარსდა 2000წლის ოქტომბერში, გულის დეფექტით(CHD) დაბადებულ ბავშვთა დასახმარებლად, კერძოდ კი იმ ქყევნებში, სადაც სოციალურად დაუცველ და ღარიბ ბავშვებს არ აქვთ წვდომა აუცილებელ სამედიცინო მომსახურეობებზე. დაბადებიდან არსებული გულის დეფექტი (ანომალია), რომელიც ცნობილია როგორც გულის თანდაყოლილი დეფექტი(CHD). თითქმის ყველა მათგანი საშიშია სიცოცხლისათვის. ნებისმიერი ბავშვი შეიძლება დაიბადოს გულის თანდაყოლილი დეფექტებით და ასეთი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად სამედიცინო ოპერაცია ხშირად მხოლოდ ერთადერთ შესაძლებლობად რჩება.
ათასობით ბავშვები არიან, რომელთაც გულის თანდაყოლილი დეფექტების დიაგნოზით, რომლებიც სიცოცხლის შესანრჩუნებისათვის ოპერაციებს ელოდებიან.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია მივცეთ გულის თანდაყოლილი დეფექტის მქონე თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა, რომ გაიკეთონ სიცოცლის შესანარჩუნებელი ოპერაცია, რომელიც მათ ასე ძალიან ესაჭიროებათ.
ჩვენი ამოცანებია
გამოვავლინოთ დაავადებული ბავშვები, შევქმნათ სია დიაგნოზითა და ქირურგიული ოპერაციების თანხებით;
მივაწოდოთ ერთჯერადი მოხმარებისა და მედიკამენტოზური მკურნალობისათვის საჭირო აღჭურვილობა;
ვასწავლოთ და ავუმაღლოთ კვალიფიკაცია სამედიცინო პერსონალს;
მოვამზადოთ მხარდამჭერი ინფორმაცია გულის თანდაყოლილი დეფექტის მქონე ბავშვების განსაკუთრებულ საჭიროებებზე და გავაცნოთ იგი მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს.
ჩვენი პროექტები
Children’s Hearts-ს აქვს ოთხი ძირითადი მიმდინარე პროგრამა, რომელიც ორგანიზაციის მიზნების სტრატეგიული ნაწილია:
A. სამედიცინო აღჭურვილობის პროგრამა
პროფესიული ურთიერთობების დამყარება წამყვან სამედიცინო დაწესებულებებეთან. კარდიო-ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე ბავშვთა მონაცემების შეგროვება. პრიორიტეტების განსაზღვრა, მაგ. ბავშვების ამორჩევა ოპერაციებისათვის. საუკეთესო აღჭურვილობისა და ერთჯერადი მოხმარების ნივთების ყველაზე დაბალ ფასად შესყიდვის უზრუნველყოფა.
B. სამედიცინო პერსონალის განათლებისა და ტრეინინგების პროგრამა
მსოფლიოს წამყვან კარდიოლოგიურ ცენტრებთან თანამშრომლობის დამყარება.
ექიმებისა და ექთნებისათვის, ყველაზე დახვეწილ სამედიცინო აღჭურვილობასთან მუშაობის სასწავლო პროგრამების უზრუნველყოფა.
სასწავლო კურსებიდან კვალიფიცირებული კადრების საავადმყოფოებსა და კლინიკებში დაბრუნების შემდეგ, მათ მიერ მიღებული ცოდნის გავრცელების მხარდაჭერა.
C. სხვა სამედიცინო პერსონალისა და მშობლების საგანმანათლებლო პროგრამა
ზოგადი თერაპევტების, სამშობიაროში სამედიცინო პერსონალისა და მშობლების ინფორმირება, თუ როგორ მოუარონ და უმკურნალონ თანდაყოლილი გულის დეფექტების მქონე ბავშვებს.
D. პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პროგრამა
ოპერაციის შემდგომ ბავშვების მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
როგორ შეგიძლიათ დახმარება
• ნაღდი ფულის შემოწირულობით, ჩეკით, გრძელვადიდანი ხელშეკრულებით, ავტომატური გადარიცხვით, შეთანხმებით. • აუქციონზე ან მეორად ბაზრობებზე გაყიდვისათვის შესაბამისი ნებისმიერი ნივთის ჩუქებით.
• Children’s Hearts-ის მიერ მოწყობილ მუსიკალურ ან ხელოვნების ღონისძიებებზე დასწრებით.
• თქვენი დროის დათმობით, რომ დაგვეხმაროთ დონორთა მოსაძიებელ ადმინისტრაციულ საკითხებში.
• საზოგადოებაში ცნობადობის მომატების მიზნით, უამბეთ საქველმოქმედო ორგანიზაციის შესახებ მეგობრებსა და სამსახურის კოლეგებს. • გვირჩიეთ ორგანიზაციის სახელები, რომლებმაც შესაძლოა გაიღონ სამედიცინო აღჭურვილობა, მომსახურება ან წამლები გულის თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვების ოპერაციისა და პოსტოპერაციული მოვლისასთვის.
• ჩაეწერეთ ჩვენს საფოსტო გზავნილების მიმღებთა სიაში, რათა მუდმივად მიიღოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ. • აზრის ჩამოყალიბებისათვის მოუყევით ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებები და ის, თუ როგორ ეხმარება Children’s Hearts.
• გაგვიზიარეთ Children’s Hearts-ის მხარდასაჭერი თქვენი იდეები.
Children’s Hearts-ის საბანკო რეკვიზიტები:
თუ გსურთ გაიღოთ შემოწირულობა, გთხოვთ ამობეჭდეთ „ფორმა“, შეავსეთ ის ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად და გამოგვიგზავნეთ:
ანგარიშის ნომერი 65064324
კოდი 089299
The Cooperative Bank
Olympic House
6 Olympic Court
Montford Street
Salford M5 2 QP
United Kingdom
Children’s Hearts
85 Brockenhurts Avenue
Worcester Park
Surrey KT4 7RH
United Kingdom
info@childrenshearts.org.uk